"უტყუარი მტკიცებულებები" - გიორგი შაქარაშვილის საქმე

2022 ж. 15 Жел.
15 098 Рет қаралды

🔴 "დაახლოებით სამი წლის წინ ჩემი ძმა სახლიდან ხელბორკილებით გამოიყვანეს. სახლიდან სადაც მან ორი მცირეწლოვანი ბავშვი და მეუღლე დატოვა. სასტიკი მკვლელობისთვის გასამართლებულმა ახალ რეალობასთან შეგუება საკმაოდ მძიმედ გადაიტანა. უსამართლობის განცდა, ოჯახთან განშორება, ოთხ კედელში გამოკეტილი ცხოვრება ყოველდღიურად ამძიმებს მის ჯანმრთელობას და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. რაც შეეხება გისოსებს მიღმა დარჩენილებს, ჩვენ სამი წლის განმავლობაში ამაოდ ვცდილობთ სიმართლის დამტკიცებას, თუმცა არ ვიკლავთ იმედს, რომ ჩვენს წინ აშენებული სიცრუის კედელი მალე ჩამოინგრევა"
🔴 ეს ფილმი შეიქმნა იმისთვის, რომ გაჩვენოთ, თუ როგორ სინქრონულად მუშაობს საქართველოში პროკურატურა და სასამართლო, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მათ მხარეს სიმართლე.
🔴 ეს ფილმი შეიქმნა მათთვის, ვისაც აინტერესებს სიმართლე და არა ის, რაც შეასაღეს საზოგადოებას.
🔴 ეს ფილმი შეიქმნა იმისთვის, რომ გაჩვენოთ რა ვიცით სინამდვილეში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე და რატომ არის სასამართლოს გადაწყვეტილება არაკანონიერი.
🔴ეს ფილმი შეიქმნა იმისთვის, რომ უსამართლობას გაეცეს პასუხი, თუნდაც შედეგის მომტანი არ იყოს.
პ.ს. უდიდესი მადლობა იმ ადამიანებს ვინც გვერდში დამიდგნენ და ამ ფილმის შექმნაში შეიტანეს სულ მცირედი წვლილიც კი.

KZhead